: იქ, სადაც საქართველო უნდა იყოს, ახლა სომხეთია

დასრულდა სომხეთში და მოიტანა ნიკოლ ფაშინიანის მანდატის განახლება და ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი კავკასიის და (!) შავი და კასპიის ზღვების (!) აუზების ქვეყნებისთვის. იქ, სადაც საქართველო უნდა იყოს, ახლა სომხეთია.
რთული იყო, შიდა პოლიტიკის და აგრესიული რაშიზმის კონტექსტის გათვალისწინებით. თუმცა, ფაშინიანის აბსოლუტურმა საგარეო კარტბლანშმა მაკრონის, ვენსის, რუბიოს, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ანტონიო კოშტას, NATO-ს გენმდივანი მარკ რუტეს, პრეზიდენტ ზელენსკის, კანადის პრემიერი მარკ კარნის ვიზიტებმა ერევანში, ევროკავშირის მიერ 50 მილიონი ევროს ოდენობის სუბსიდიამ, და პრეზიდენტ ტრამპის TRIPPმა თავისი საქმე ქნა და სომხეთი, მე ვიტყოდი, გადაარჩინა.
შედეგობრივად, ფაშინიანის ხელისუფლება პირველად ჩამოცდა 50%ს (49.8%, თუმცა კორექტივები შესაძლოა), რასაც ინსტიტუციური შედეგები ვერა (ფაშინიანი მარტო დააკომპლექტებს მთავრობას), მაგრამ პოლიტიკური სპეკულაციები მოყვება, მათ შორის, რუსული პროპაგანდით ხელშეწყობილი. თუმცა, არა მხოლოდ პრორუსული ოპოზიციის მხრიდან: დასავლური ორიენტაციის დედაქალაქის დაბალი აქტივობაც და შედეგებიც* ამას ცხადყოფს.
წარმატებები ნიკოლ ფაშინიანს და ევროპულ სომხეთს! 🇦🇲✌️
*ერევნის შედეგები ცალკე ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როგორც კი შეყვანა დაიწყო ცესკომ, ბოლოსკენ ანუ, ეგრევე მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა ფაშინიანის შედეგმა.