ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამია: პოეტი იყო, მაღალი რანგის და წმინდა წყლის პოეტი. არც ჩინოვნიკის, არც მოღვაწის, არც მებრძოლის, არც ინტელექტუალის ტიტული არ სჭირდებოდა

ნიკა გვარამია: პოეტი იყო, მაღალი რანგის და წმინდა წყლის პოეტი. არც ჩინოვნიკის, არც მოღვაწის, არც მებრძოლის, არც ინტელექტუალის ტიტული არ სჭირდებოდა
ნიკა გვარამია:
ქართული თანამედროვე პოეზიის ოქროს ხანა 60იანელებმა შექმნეს: ზოგმა ველრიბლით, ზოგმა მძიმე სპლინით, ზოგმა კლასიკური საზომების საინტერესო ინტერპრეტაციებით, ზოგმა გულიდან ამოხეთქილი ძარღვიანი პატრიოტული ლირიკით, დღემდე რომ ჟრუანტელს გვგვრის.
ტარიელ ჭანტურია კი დახვეწილი პოეტი და ღრმა ფილოსოფოსი იყო. ის გასაოცარი სიმსუბუქისა და ლირიზმის გამო შემიყვარდა. ბევრი ისეთი ლექსი ქონდა, რომელიც კარგად ვიცით, მაგრამ ხშირად ავტორი არ გვახსოვს. გამორჩეულად მაინც მისი "კონიაკს დალევ, მანგოს წვენს" და "უხერხულია შენ გერქვას ცოლი, შენ უნდა ცისფერ ღრუბლებთან იწვე" უყვარდა მკითხველს, თუმცა ბევრად უკეთესი ლექსებიც ქონდა. მე თუ მკითხავთ, პოეტის ნამდვილი პოპულარობა სწორედ ესაა: შენი ტექსტები შენს სახელ-გვარზე მეტად ცნობილი რომაა.
პოეტი იყო, მაღალი რანგის და წმინდა წყლის პოეტი. არც ჩინოვნიკის, არც მოღვაწის, არც მებრძოლის, არც ინტელექტუალის ტიტული არ სჭირდებოდა. ტარიელ ჭანტურიასთვის საკმარისი ნამდვილი პოეტობა იყო, ამიტომაც არ აღიარებდა სახალხო სიყვარულის მოპოვების გარეშე ფორმებს.
ძალიან მიყვარდა და ძალიან გული დამწყდა დიდი პოეტის წასვლის გამო. RIP ტარიელ ჭანტურია 💔
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.