ნიკა გვარამია: ის, რომ პარტიები გაუქმების პირას არიან და ყველა პარტიის ლიდერი ციხეში, მაგაზე არც ვლაპარაკობ

ნიკა გვარამია:
ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა ქართული ოცნების დელეგიტიმაციის პროცესი. ეს თავი უკვე დახურულია და ვერაფერი ეშველებათ ქოცებს: ქართული ოცნება არალეგიტიმურია და მასთან საუბარი მხოლოდ როგორც ე.წ. ეფექტური კონტროლის განმახორციელებელთან იქნება.
მეტიც, ეუთომ საერთოდ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, მოუწოდა რა დემოკრატიულ ქვეყნებს, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ ნეგატიურად შეფასებული არჩევნების შედეგები არ ცნოს. უმნიშვნელოვანესი ძვრაა დემოკრატიული სტანდარტების დადგენის თვალსაზრისით და, სამწუხაროდ, საქართველოს ნეგატიური მაგალითის საფუძველზე.
და რა დაასკვნა ამ ყველაფრიდან ქართულმა ოცნებამ? ის, რომ ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი სადამკვირვებლო მისია – ეუთო ოდირი – საერთოდ აღარ შემოუშვას ქვეყანაში.
კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რას ემყარება ზოგიერთი კოლეგის არჩევნებისთვის მზადება (და ნამდვილად არ ვგულისხმობ მხოლოდ ლელოს, მათ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ არ მალავენ მაინც და ჩუმჩუმად არ მიიპარებიან არჩევნებისკენ) როცა,
🛑 მილიონი ემიგრანტი არჩევნებიდან ჩახსნილია,
🛑 კომისიებში ქოცები უდიდესი უმრავლესობით არიან,
🛑 არც შიდა და არც გარე დამკვირვებელი არ იქნება,
🛑 სასამართლოში გასაჩივრებას ნულოვანი აზრი აქვს,
🛑 ბიზნესი ისეა გაპრესილი, რომ ოპოზიციის დაფინანსება კი არა, ემალება ოპოზიციონერებს, უახლოესი მეგობრებიც რომ იყვნენ,
🛑 ოპოზიციური ტელევიზიები სულს ღაფავენ.
და ეს მხოლოდ წმინდად საარჩევნო საკითხებია. ის, რომ პარტიები გაუქმების პირას არიან და ყველა პარტიის ლიდერი ციხეში, მაგაზე არც ვლაპარაკობ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ