ნიკა გვარამია – მერიის შემდეგ, შსს-მაც უარი განაცხადა, ქვეყანაში პროტესტი აკრძალულია. არ გამოვა, „ქოცებო“, აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიის შემდეგ შსს-დანაც მიიღო პასუხი.

როგორც გვარამია აღნიშნავს, მიუხედავად მერიისა და შსს-ს უარისა, აქცია გაიმართება.

„მერიის შემდეგ, შსს-მაც უარი განაცხადა. ამათ საერთოდ საოცრება აღმოხდათ: გვარამია თავად რატომ არ მოვიდაო. კიდევ სხვა დებილობებიც მრავლად, მაგრამ მთავარი რაცაა, კი ვიცით: ამ ქვეყანაში პროტესტი აკრძალულია, გადაჭარბების გარეშე, აკრძალულია.

“სახლში რაც გინდა, ის აკეთეთ” არ გამოვა, „ქოცებო“. აქცია გაიმართება, როგორც კონსტიტუცია გვეუბნება, ხოლო ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური პასუხები განიხილება მოგვიანებით და სამართლიანი სასამართლოს მიერ“- წერს გვარამია „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ „ოპოზიციური ალიანსს“ 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე კონსტრუქციების განთავსებაზე უარი განაცხადა. კერძოდ, როგორც მერია „ალიანსისთვის“ გაგზავნილ პასუხში აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები, შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, პარლამენტის მიმდებარედ კონსტრუქციების (მათ შორის, სცენის) მოწყობა მერიას „დაუშვებლად მიაჩნია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია