ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში იმიტომ კი არ არის, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია, მიშა სააკაშვილი დაიჭიროს, ივანიშვილი აქ იმიტომაა, რომ ანაკლიის მსგავსი პროექტები ამ ქვეყანაში არ შედგეს, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებების“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი იმიტომ არის აქ, რომ რუსეთს კონკურენცია ამ ქვეყანამ არ გაუწიოს და დასავლეთს არ ჰქონდეს ალტერნატიული გზა, ცენტრალურ აზიამდე მისაღწევი.
ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში იმიტომ კი არ არის, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია, მიშა სააკაშვილი დაიჭიროს, ივანიშვილი აქ იმიტომაა, რომ ანაკლიის მსგავსი პროექტები ამ ქვეყანაში არ შედგეს, რუსეთს კონკურენცია ამ ქვეყანამ არ გაუწიოს და დასავლეთს არ ჰქონდეს ალტერნატიული გზა, ცენტრალურ აზიამდე მისაღწევი, ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი აქ. რა არ უნდა იფიქროს,დაუშვას, ან მოეჩვენოს ვიღაცას, რომ მასთან დალაგება შეიძლება ნებისმიერი გზით, ეს ვერ მოხდება, რადგან მისი ამოცანაა, რომ ეს დალაგება ვერ მოხდეს. შესაბამისად, ამაში თუ ჩვენ არ დაგვიჯერებენ ჩვენი პარტნიორები, თავად რწმუნდებიან ხოლმე, ძალიან მოკლე დროში. აზრი არ აქვს ივანიშვილთან ამ თემაზე ლაპარაკს. მე გეუბნებით, რომ ამ ქვეყნაში ან იქნება დემოკრატიული არჩევნები, სადაც გაიმარჯვებს ის, ვინც უნდა გაიმარჯვოს და ქართველი ხალხი უჭერს მხარს, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ქართული ოპოზიცია და არა ივანიშვილი. ან წინსწრებად გამოუშვებენ პოლიტპატიმრებს და გააუქმებენ დრაკონულ კანონებს, ან იქნება იმგვარი პროცესები, რომლებიც ივანიშვილისთვის გაცილებით უარესი განვითარების წინაპირობა იქნება, ვიდრე ნებისმიერი დამარცხება, – განაცხადა გვარამიამ.




