ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის მხარდაჭერა საკვანძოა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის მხარდაჭერა საკვანძოა

უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის მხარდაჭერა საკვანძოა, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სასამართლო რეფორმების წინ წაწევა, მედეგობის გაძლიერება და ენერგეტიკული დახმარების მიწოდება, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“სასიამოვნო საუბარი მქონდა [გაფართოების საკითხებში] ევროკომისარ მარტა კოსთან ბრიუსელში. აღვწერე ნიდერლანდების თვალსაზრისი გაფართოებაზე, რაც მოიცავს მკაცრ ერთგულებას დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესისადმი, თანხვედრას კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან, და ყველა აუცილებელი რეფორმის გატარებას.
ამავდროულად, ვაფასებთ ურთიერთობების გაძლიერებას კანდიდატ ქვეყნებთან. მაგალითად, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის მხარდაჭერა საკვანძოა, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სასამართლო რეფორმების წინ წაწევა, მედეგობის გაძლიერება და ენერგეტიკული დახმარების მიწოდება,” - წერს ველდკამპი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.