ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩზე, ვალერი ზალუჟნიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის უკრაინაში მივესალმები. ჩვენ შემდგომი თანამშრომლობის საკითხებსა და უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ერთობლივ პროექტებს განვიხილავთ“, - დაწერა ზალუჟნიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
ვალერი ზალუჟნიმ დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.