საგარეო საქმეთა მინისტრები – მზად ვართ, გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა – და ევროპა ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყვნენ

მოუთმენლად ველით ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად მომავალი გზის განხილვას. ჩვენი საერთო მიზნები უნდა იყოს უკრაინის ძლიერ პოზიციაში დაყენება, და ევროპა ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყვნენ, – ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.
„მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რუსეთის აგრესიული ომის ფონზე ვიღებთ ვალდებულებას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიარებთ მიზანს, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მინისტრებმა ასევე აცხადებენ, რომ უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები და რომ უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა ძლიერი ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაპირობაა.
“შეგახსენებთ, რომ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ამიტომ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”