არქივი2 სექტემბერი, 2024, 17:38
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ზაპოროჟიეში ჩავიდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოფი ზაპოროჟიეში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში პირველ თემატურ გაკვეთილს დავესწარით“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოფმა მოსწავლეებს სასწავლო წლის პირველი დღე მიულოცეს.
ცნობისთვის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ეს უკრაინაში დიკ სხოფის პირველი ვიზიტია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.