ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, საიმონ ჰარისი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლიდერები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს, უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას და კიევის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
საიმონ ჰარისი და ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს ირლანდიასა და უკრაინას შორის ახალ ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
შეთანხმება, რომელიც ირლანდიის მთავრობამ გუშინ განიხილა, გამოხატავს ირლანდიის სოლიდარობას უკრაინის და ასევე მისი უფლების მიმართ დაიცვას თავი რუსეთის უკანონო შეჭრისგან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.