ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის პარლამენტმა ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირა, თანამდებობებიდან გაათავისუფლა ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა და კიდევ სამი მინისტრი

უკრაინის პარლამენტმა ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირა, თანამდებობებიდან გაათავისუფლა ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა და კიდევ სამი მინისტრი

უკრაინის პარლამენტმა ირინა ვერეშჩუკის განცხადებას ვიცე პრემიერ-მინისტრის, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ოლგა სტეფანიშინას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გადაყენებას, ალექსანდრე კამიშინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას და ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, რუსლან სტრელესი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.