ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი – რუსეთის იმპერიული ამბიციები უკრაინით არ მთავრდება და მთელი ევროპისკენაა მიმართული

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის რუბენ ბრეკელმანსის განცხადებით, რუსეთის აგრესია მთელ ევროპის კონტინენტს უქმნის საფრთხეს.

„ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ერთი და იმავე რუსული აგრესიის წინაშე ვდგავართ – და რუსეთის იმპერიული ამბიციები უკრაინით არ მთავრდება და მთელი ევროპისკენაა მიმართული. ისინი არა მხოლოდ გავლენის სფეროს აღდგენას ცდილობენ, არამედ დანარჩენი ევროპის დასუსტებას და ჩვენს გაყოფას ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით“, – აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

ბრეკელმანსის თქმით, უკრაინა ამჟამად მთელი კონტინენტის თავისუფლებას იცავს და ამისთვის ყველაზე მაღალ ფასს იხდის. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინელების მადლიერები უნდა იყვნენ და არა პირიქით.

ბრეკელმანსის თქმით, ნიდერლანდების ახალი მთავრობა გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას და მომდევნო რამდენიმე წელზე გავლილი შესაბამისი თანხები უკვე გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტში.

„ამიტომ, უკრაინას შეუძლია მომდევნო წლებში ნიდერლანდების იმედი ჰქონდეს და რუსეთს შეუძლია დაინახოს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“, – აღნიშნა ბრეკელმანსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია