ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაში გამოიყენებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის მიერ გადაცემულ დრონებს?

რაში გამოიყენებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის მიერ გადაცემულ დრონებს?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცხინვალის საოკუოპაციო რეჟიმს დრონები გადასცა. დრონებს 25 კილომეტრიანი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი მოჰყვება და 25 სანტიმეტრიანი ფრთები აქვს. კადრებში მინიმუმ 20 დრონი ჩანს, თუმცა ზუსტი ოდენობა დაუდგენელია.

გადაცემის ცერემონიის დროს, საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვნელმა, ალან გაგლოევმა თქვა, რომ დრონებს გამოიყენებს ოპერატიული დავალებების შესასრულებლად როგორც თვალთვალისთვის, ასევე ე.წ. საზღვრის დასაცავად. გაგლოევი სავარაუდოდ საქართველოს არა-ოკუპირებული ნაწილის დაზვერვაზე საუბრობს.

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი შიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს  დიდ როლს თამაშობს უსაფრთხოებაში.
ეს დრონები დაეხმარება ჩვენს დანაყოფებს უფრო სწრაფად შეასრულონ ოპერატიული დავალებები.
განახორციელონ დავალება და საზღვრის დაცვა"- განაცხადა გაგლოევმა. 

რაში გამოუყენებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დრონებს? - ოკუპირებული ცხინვალის "ტელევიზიის" ეთერში გაიპარა ერთი მცირე ვიდეო, სადაც სამხედროები გაგლოევს ეუბნებიან, რომ ეს დრონები სჭირდებათ დაზვერა-თავდასხმისთვის. "ჩამოვაგდებთ" ისმის კონკრეტული სიტყვა, თუმცა ვიდეო იმდენად მოკლე, რომ რთულია იმის გარჩევა რის ჩამოგდებაზე საუბრობენ გაგლოევი და საოკუაციო რეჟიმის სამხედრო მეთაურები.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.