ბლინკენის განცხადებით, მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესი და დაუღალავი დიპლომატიის შედეგია

ბლინკენის განცხადებით, მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესი და დაუღალავი დიპლომატიის შედეგია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესია. ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.
ბლინკენმა პირობა დადო, რომ იქამდე გაგრძელდება შესაბამისი მუშაობა, სანამ „ჰამასის“ მიერ გატაცებული ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება.
ამასთან, ბლინკენის თქმით, მიღწეული შედეგი არის დაუღალავი დიპლომატიისა და ძალისხმევის შედეგი.
„ჩემთვის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება და დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ყველა მძევლის გათავისუფლება და მათი სწრაფი დაბრუნება ოჯახებთან“, – აცხადებს ბლინკენი.
ინფორმაციისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების თანახმად, ჰუმანიტარული პაუზები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეთანხმების თანახმად გათავისუფლდება 50 მძევალი. ეს იქნება პირველი ჰუმანიტარული პაუზა, კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან