ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის არმიამ ღაზაში ჰამასის ლიდერის სახლი ალყაში მოაქცია

ს პრემიერმინისტრი, მენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ღაზის სამხრეთით ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის სახლი ალყაში მოაქციეს. მის კომენტარს CNN ავრცელებს.
“გასულ ღამეს მე ვთქვი, რომ ჩვენი ძალები ღაზის სექტორში ყველა ნაწილს მისწვდებოდნენ. ახლა მათ სინვარის სახლს შემოარტყეს ალყა. მისი სახლი არ არის მისი ციხე-სიმაგრე და მას გაქცევა შეუძლია, მაგრამ მისი დაჭერა ჩვენთვის დროის ამბავია”, – განაცხადა მან.
მძევლების გაცვლის შესახებ ჰამასსა და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, ისრაელი საბრძოლო ოპერაციებს ომის მეორე ეტაპს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ფაზა სამხედრო თვალსაზრისით რთული იქნება.
ბოლო ცნობებით, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის გაშუქებისას სულ მცირე 63 ჟურნალისტი დაიღუპა. მსხვერპლს შორის 56 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი ჟურნალისტია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 19 კი დაკავებულია.
ჰამასსა და ისრაელს შორის ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა – თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, მ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.