ვითარება ახლო აღმოსავლეთში – ისრაელელმა სამხედროებმა “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერის სახლი ალყაში მოაქციეს

“ცაჰალი” ღაზის სექტორს ინტენსიურად უტევს. ისრაელელმა სამხედროებმა ხან-იუნისში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერის სახლი ალყაში მოაქციეს. ისრაელი თანახმაა დაუშვას ღაზაში დამატებითი საწვავის “მინიმალური” რაოდენობა, რათა თავიდან აიცილოს ჰუმანიტარული კოლაფსი და ეპიდემიები.
ამავე დროს, გაეროს გენერალურმა მდივანმა გააფრთხილა უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები, რომ ღაზაში ჰუმანიტარული სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს და მოუწოდა მათ ყველაფერი გააკეთონ ამ “კატასტროფის” თავიდან ასაცილებლად. ანტონიო გუტიერეშის თქმით, შეიძლება, ეპიდემიები გავრცელდეს და გაიზარდოს ზეწოლა მეზობელ ქვეყნებში მასობრივი გადასახლებისთვის.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში, მხარი დაუჭირონ გუტიერეშის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება