არქივი6 დეკემბერი, 2023, 23:12
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ ლიდერის სახლი ალყაში მოაქციეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ალყა შემოარტყეს „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარი სახლს.
„მისი სახლი არ არის მისი ციხესიმაგრე და მას შეუძლია, გაიქცეს. მაგრამ ეს დროის ამბავია, ვიდრე ჩვენ მას დავიჭერთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
პრემიერის თქმით, ისრაელელ სამხედროებს შეუძლიათ, მიაღწიონ ღაზას ნებისმიერ წერტილს.
ისრაელის პრემიერს არ დაუკონკრეტებია ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის სახლის ადგილმდებარეობა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.