ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნეთანიაჰუს განცხადებით, ომი მძევლების გათავისუფლების შემდეგაც გაგრძელდება - BBC

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს ომს "ჰამასის" წინააღმდეგ მანამ, სანამ თავის ყველა მიზანს არ მიაღწევს, - ამის შესახებ BBC წერს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, "სისულელეა" საუბარი იმის შესახებ, რომ ომი შეჩერდება მძევლების გათავისუფლების შემდეგ.
„ომში არსებობს ეტაპები და მძევლების დაბრუნების პროცესშიც არის ეტაპები, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ არ მოვიპოვებთ ტოტალურ გამარჯვებას, ვიდრე არ დავაბრუნებთ ყველა მათგანს“, - აცხადებს ისრაელის პრემიერი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.