არქივი11 ივლისი 2024, 21:07
ნახეთ ვიდეო, რომელიც ზურიკო დავითაშვილს ახალმა კლუბმა, სენტ-ეტიენმა მიუძღვნა
საქართველოს ნაკრების ვინგერი, ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, სენტ-ეტიენში გადავიდა. ოფიციალურ ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავრცელებს.
სენტ-ეტიენმა ტრანსფერთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან ერთად საპრეზენტაციო ვიდეოც გაავრცელა, სადაც საქართველოს ეროვნული ჰიმნია შესრულებული.
ზურიკოს საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონთან 4-წლიან კონტრაქტი გააფორმა, დამატებით 1-წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გამოცემა L'Équipe წერდა, რომ ბორდოს დავითაშვილის ნაცვლად 6 მილიონი ევრო უნდა მიეღო.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.