არქივი8 ივლისი, 2024, 14:37
L'Équipe: ზურიკო დავითაშვილი კარიერას სენტ-ეტიენში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების ვინგერი, ზურიკო დავითაშვილი ახალი სეზონიდან კარიერას, სავარაუდოდ, საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, სენტ-ეტიენში გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Équipe ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონი დავითაშვილის სანაცვლოდ ბორდოს 6 მილიონ ევროს გადაუხდის, ზურიკო კი კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, დამატებით 1-წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
როგორც L'Équipe წერს, დავითაშვილი უკვე საფრანგეთში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.