არქივი11 ივლისი, 2024, 20:35
ლევან ტიელიძე: იალბუზის მყინვარების შემცირება 1960-1986-2020 წლებში, რომელიც ნათლად აჩვენებს კავკასიონის მყინვარების დნობის ტენდენციას (ვიდეო)
"იალბუზის მყინვარების შემცირება 1960-1986-2020 წლებში, რომელიც ნათლად აჩვენებს კავკასიონის მყინვარების დნობის ტენდენციას.
1960-2020 წლებში კავკასიონის მყინვარების საერთო ფართობი 1675 კვადრატული კილომეტრიდან 1061 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.
მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 2000-2020 წლებში მყინვარების შემცირება 4-ჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო 1911-1960 წლებში, 3-ჯერ მეტი, ვიდრე იყო 1960-1986 წლებში, და 2-ჯერ მეტი ვიდრე ეს იყო 1986-2000 წლებში. უპრეცედენტო კლება დაფიქსირდა 2014-2020 წლებში," - წერს წერს სოციალურ ქსელში გლაციოლოგი, ლევან ტიელიძე და ვიდეოებს გვიზიარებს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.