“ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ დაღმართშია, იბრძვიან თავის დროზე ბიუჯეტიდან მოპარული ფულისა და შიდა გავლენებისთვის – მამუკა მდინარაძე

“ნაციონალურ მოძრაობაში” შექმნილ მწვავე შიდა დაპირისპირებას, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი რეგრესულია და ისინი ახლა პოლიტიკურ დაღმართში არიან.
მისივე შეფასებით, ისინი რეალურად მანდატებისა და შიდა რესურსების გადანაწილებისთვის იბრძვიან.
“მათ პარტია ეშლებათ, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ დაღმართშია და მათი რეიტინგები რეგრესულია. წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებული პარტია სხვა პოლიტიკურ ბედს ვერ გაიზიარებდა გარდა პოლიტიკური რეგრესის და დაღმართის. როგორც ჩანს, ერთად ეს ბევრი ფაქტორი თავს იყრის და სადღაც ამოხეთქავს ხოლმე. ამიტომ არის დაპირისპირება. ისინი იბრძვიან შიგნით, თავის დროზე ბიუჯეტიდან მოპარული და შემდეგ სხვადასხვა ბიზნესებში დაბადებული ფულისა და შიდა გავლენებისთვის. ასევე პარლამენტის მანდატებისთვის. მათ წარმოდგენაში ხელისუფლებისთვის ბრძოლა რეალური ვერ იქნება, ისინი მანდატებისა და შიდა რესურსების გადანაწილებისთვის იბრძვიან,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა