ლაშა ფარულავა – „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური Second Hand-ით ვერ გავა არჩევნებზე – გავა ახალგაზრდებით, გამოცდილი ადამიანებით და კოალიციით, ვიბრძოლებთ პირველი ადგილისთვის

ს თემა დასრულებულია, ის აღარ წარმოადგენს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პოზიციას – თავად აცხადებენ, რომ ლეგიტიმურია, უბრალოდ იძახიან, მათი რიტორიკა ჩვენთვის მიუღებელიაო; მეგობრებო, ჩვენი კარი ღიაა და შეეშვით ამ ღია კარის მტვრევას – თუ სტატუსი გინდათ, ჩემსას დაგითმობთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ლიდერი ა და პარტიაში არანაირი ფლანგი და დაჯგუფება არ არსებობს. როგორც ის აღნიშნავს, „ერთადერთი ჯგუფი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დესტრუქციის შემოტანას ცდილობს, ნიკა მელიას ჯგუფია, რომელიც ითხოვს, რომ თავმჯდომარე გადადგეს და გაურკვეველი პროცესი დაიწყოს“.
„არანაირი ჯგუფები პარტიაში არ არსებობს. არსებობს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი და სწორედ ამ ფაქტორმა განსაზღვრა, რომ 20 ადამიანი შემოგვიერთდა და კიდევ უამრავი შემოგვიერთდება ყრილობამდე. ამით წერტილი დაესვა იმ ადამიანების დესტრუქციას, რომლებიც ცდილობენ პარტიაში არეულობა შემოიტანონ“,- განაცხადა ფარულავამ.
გარდა ამისა, ფარულავას განცხადებით, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ქვეყანაში დემოკრატიას ასაფლავებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ტრანსფორმაცია მიმდინარეობს.
„რუსული პარტია“ – „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ასაფლავებს დემოკრატიას, თავის აქტივისტებს ასაქმებს მესაფლავეებად და მთელი ადმინისტრაციული რესურსის კონსოლიდაციას იწყებს, რათა 2024 წელს ძირი გამოუთხაროს არჩევნებსა და დემოკრატიას. რას აკეთებს ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“: პარტიაში მიმდინარეობს ტრანსფორმაცია, მიმდინარეობს საკადრო გადაადგილებები. ეს უმტკივნეულო პროცესი არაა, თუმცა ბოლომდე გავალთ. აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვან, საკვანძო თანამდებობებზე შერჩეული გვყავს გამოცდილი ადამიანები. ჩვენს შტაბს ხელმძღვანელობს . ამ კუთხით ვმუშაობთ. რაც შეეხება ჩვენს თანამებრძოლებს, მეგობრებს, რომელთაც განსხვავებული ხედვები აქვთ და ვერ გამოვიდნენ შიდა არჩევნების საარჩევნო მოდუსიდან, სადაც თვითონ დამარცხდნენ – არ ვიცი, ეს პროცესი რას ემსახურება. პარტიაში გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო და ერთიანობის მანიფესტი შექმნა“, – განაცხადა ფარულავამ.
ამასთან, ფარულავა გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეფასებებს და აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ამ ადამიანებს ადგილი მიუჩინა და „პოლიტიკურად დაასაფლავა“.
„პარტია გადის ტრანსფორმაციას, განახლების პროცესს, ვემზადებით არჩევნებისთვის. ამ ადამიანებს [საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს] თავიანთი ინიციატივის, რუსული კანონის გამო, ქართველმა ხალხმა თავისი ადგილი მიუჩინა, ფაქტობრივად, პოლიტიკურად დაასაფლავა და მიწას 2024 წელს მიაყრიან. ამას გპირდებით. ეს ადამიანები დასრულებულები არიან, მათმა შვილებმა მიიღეს გადაწყვეტილება, როდესაც მარტის მოვლენების დროს შემოგვიერთდნენ და ევროპული პერსპექტივისთვის იბრძოლეს ჩვენთან ერთად. თქვენ გგონიათ ქართველ ხალხს დაავიწყდა? ამ ადამიანებს აწყობთ, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება. ამის ინიციატორები არიან ნიკა მელიას შტაბის წარმომადგენლები. ეს კინკლაობა რომ უნდა შეწყდეს, ამიტომ შექმნა სააკაშვილმა ერთიანობის მანიფესტი. მხოლოდ მათი ნაწილი უერთდება, ერთ ჯგუფთან კიდევ გვაქვს მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ, ყრილობამდე ყველა შემოგვიერთდება. რაც შეეხება ნიკა მელიას, ნიკა მელია პარტიის მიღმაა და თუ მას ექნება სურვილი ამ ბრძოლაში შემოგვიერთდეს, თავიდან მოუწევს ამ პროცესის გავლა, მოუწევს ხელის მოწერა და როგორც თანასწორს და არა როგორც ხელმძღვანელს და ლიდერს, ჩვენთან მოსვლა“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ფარულავამ IRI-ის კვლევის შედეგებში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი დაასახელა და განაცხადა, რომ მაჩვენებელი გაზრდილია, რაც „კიდევ ერთხელ გამოხატავს იმას, რომ „ადამიანები, რომლებიც პარტიაში დესტრუქციის შემოტანას ცდილობენ, ხელმოცარულები არიან და უნდა შეეშვან ამ ყველაფერს“.
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური Second Hand-ით ვერ გავა არჩევნებზე. გავა ახალგაზრდებით, გამოცდილი ადამიანებით და კოალიციით, ვიბრძოლებთ პირველი ადგილისთვის და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ“,- განაცხადა ფარულავამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „მოქალაქეების“ ლიდერის, ს განცხადებას, რომ მისი გადასაწყვეტი რომ იყო, სააკაშვილს გლდანის ციხეში წაიყვანდა, ფარულავა ამბობს, რომ ელისაშვილი „ქართული ოცნების“ სიკეთეებით სარგებლობს“.
„ამომრჩევლები ყველაფერს ხედავენ და აფასებენ და ამიტომ აქვს ელისაშვილს ელექტორალური პრობლემა, რადგან ის არის „ქართული ოცნების“ „მესიჯების“ გამხმოვანებელი და არაა კეთილსინდისიერი ამ ნაწილში. თუმცა ჩვენ ჩვენი ამოცანა გვაქვს და ეს ამოცანა ქართველი ხალხის გამარჯვებას გულისხმობს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ხიდაშელი – ყველაზე საცოდავი და სამარცხვინო მაშინ ხდება ხელისუფალი, როცა შეუძლია, ადამიანებზე ანგარიშსწორების, ცემის, შეურაცხყოფის ბრძანებები გასცეს – ეს დასასრულია, აქედან შემობრუნება არ არსებობს!

ვახტანგ გომელაური – მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია – ქართველები არ ვართ ბევრი, ეს ჩვენი ახალგაზრდობაა