– პოლიტიკურ პარტიებში მოდაშია დუმილით ბრძოლა – თავის დროზე დუმილის პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილმა აირჩია და მას ქართულ პოლიტიკაში მიმბაძველები გამოუჩნდნენ

პოლიტიკურ პარტიებში მოდაშია დუმილით ბრძოლა – თავის დროზე დუმილის პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილმა აირჩია და მას ქართულ პოლიტიკაში მიმბაძველები გამოუჩნდნენ, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.
ხვიჩიას თქმით, ქართული პოლიტიკა საყოველთაო მდუმარების პირობებშია, როცა პოლიტიკას შინაარსი არ გააჩნია.
„ყველა სდუმს! არავინ ლაპარაკობს საქმეზე! სდუმს გიორგი გახარია, სდუმს ნიკა მელია და “ნაციონალურ მოძრაობას“ ასე ებრძვის – ამბობენ, მელია პარტიიდან გავრიცხეთო და მელია ხმას არ იღებს. ასევე სდუმს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თითქოს რაღაცაზე ლაპარაკობს, მაგრამ ამ ლაპარაკს შინაარსი არა აქვს.
სდუმან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, რადგან არ იციან მომდევნო მოწვევის პარლამენტში როგორ შევიდნენ – ამიტომ მივიდნენ დასკვნამდე, რომ დუმილი ოქროა და რომელიმე მომავალ პარტნიორ პარტიას რომ არ აწყენინონ, ხმას არ იღებენ.
დუმილით ვიმართებით! – ქართული პოლიტიკა დუმილით მიმდინარეობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია