ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს

ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს

ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინულმა მხარემ ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარონ, კერძოდ Patriot-ის სისტემებითა და რაკეტებით“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული თავდასხმები დაგმეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.