მარკ რუტემ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტესთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ პოზიციები შეათანხმეს, – ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან ძალიან შინაარსიანი საუბარი ჰქონდა.
„მნიშვნელოვანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის უფრო სწრაფად მუშაობა. მნიშვნელოვანია, ამერიკასთან ერთად მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყოთ. მნიშვნელოვანია ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რეალური დიპლომატიისთვის კოორდინაციას გააგრძელებენ.
„პუტინი თავს ისე აჩვენებს, თითქოს მშვიდობა არ სჭირდება, რომ მას მოლაპარაკება არ სჭირდება, მაგრამ სინამდვილეში, მსოფლიოს ზეწოლას შეუძლია გავლენა მოახდინოს ომის დასრულების მიმართ რუსეთის ინტერესზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება