ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი - ნატო-ს გენერალურ მდივანთან „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მომზადების საკითხი განვიხილე

ემანუელ მაკრონი - ნატო-ს გენერალურ მდივანთან „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მომზადების საკითხი განვიხილე

ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მომზადების საკითხზე ვესაუბრე, რომელიც ამ ხუთშაბათს პარიზში გაიმართება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ნატო-სთან კოორდინაციით, ვიმუშავებთ უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების განსაზღვრაზე. ეს აუცილებელი წინაპირობაა მშვიდობისკენ სანდო სვლისთვის. ასევე გადავხედავთ რუსეთის პოზიციას, რადგან ის აგრძელებს აგრესიულ ომს და აგრძელებს მშვიდობის უარყოფას“, - აცხადებს მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ერთიანობა და მტკიცე გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერისას და მშვიდობის ურყევი ნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.