ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ტრამპმა, ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინაში ომი ამერიკისთვის მომგებიანი გახადა

ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ტრამპმა, ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინაში ომი ამერიკისთვის მომგებიანი გახადა
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა, განაცხადა, რომ ტრამპმა, ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინაში ომი ამერიკისთვის მომგებიანი გახადა. ამის შესახებ ელჩმა “ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში ისაუბრა. უიტაკერის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიდნენ უკრაინის ომისთვის, ახლა კი, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან, არამედ, ევროპელი მოკავშირეები და კანადა, ამერიკულ იარაღს ყიდულობენ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. „კიდევ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ბაიდენი თანამდებობაზე იყო, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიდნენ უკრაინის ომისთვის და არ არსებობდა იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმებები. ახლა, პრეზიდენტ ტრამპის დროს, ჩვენ არა მხოლოდ პუტინს ვესაუბრებით, ბაიდენისგან განსხვავებით, არამედ, ევროპელი მოკავშირეები, კანადასთან ერთად, ყიდულობენ ამერიკულ იარაღს ომისთვის, ქმნიან სამუშაო ადგილებს აშშ-ში. ეს კარგია ამერიკისთვის, კარგია ევროპისთვის და ცხადია, კარგია უკრაინისთვის, რადგან მათ შეუძლიათ გააგრძელონ საკუთარი თავის დაცვა“. – განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში