არქივი10 სექტემბერი, 2025, 11:42
ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
„ეს მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა პუტინთან შესაძლო სატელეფონო საუბრის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. „ვფიქრობ, მიმდინარე კვირას, ან მომდევნო კვირის დასაწყისში“, – დასძინა მან.
თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სურვილი აქვს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.