ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში აშშ-ის საელჩო - მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიუღებელია, პრეზიდენტმა ტრამპმა ცხადად განაცხადა - მკვლელობები უნდა შეწყდეს

უკრაინაში აშშ-ის საელჩო - მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიუღებელია, პრეზიდენტმა ტრამპმა ცხადად განაცხადა - მკვლელობები უნდა შეწყდეს

მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ასე ეხმაურება უკრაინაში აშშ-ის საელჩო კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას.
„კიევში რუსეთის თავდასხმების სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, მათ შორის უკრაინული სახლები და შენობები, სადაც ევროკავშირის დელეგაცია და ბრიტანეთის საბჭოა განთავსებული. მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ მსხვერპლებს და მათ ოჯახებს. როდესაც საქმე ამ ომს ეხება, პრეზიდენტმა ტრამპმა ცხადად განაცხადა - მკვლელობები უნდა შეწყდეს და ორივე მხარე კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტაში უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსებმა 28 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა უკრაინას 629 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია. კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.