ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაპოლი" "არსენალის" 10-იანით დაინტერესდა

"ნაპოლი" "არსენალის" ნახევარმცველით ემილ სმიტ როუთი დაინტერესდა, ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "მეთოფეები" ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან, რადგან ინგლისელი ხშირად ტრავმიანობს.
ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ "არსენალი" ამ დროისთვის ვიქტორ ოსიმენის შეძენის ყველაზე რეალური კანდიდატია და შესაძლოა, კლუბები ფეხბურთელების გაცვლაზეც შეთანხმდნენ.
"მეთოფეების" 10-იანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი გამართა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.