ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზედიზედ მეორედ - მარტინ ოდეგორი "არსენალის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

"არსენალის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გუნდის კაპიტანი მარტინ ოდეგორი გახდა. ნორვეგიელმ აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
მან გულშემატკივართა ხმების 33% მიიღო, გამოკითხვაში მეორე ადგილი დეკლან რაისმა დაიკავა, ინგლისელმა ხმების 24% დააგროვა, ვილიამ სალიბამ კი 20%.
ოდეგორმა გასულ სეზონში "არსენალის" მიერ ჩატარებული 52 მატჩიდან მონაწილეობა 48 შეხვედრაში მიიღო, ნორვეგიელმა 11 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.