ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სატრანსფერო საგა იწყება - "ნაპოლი" ლუკაკუში 3-ჯერ ნაკლებს იხდის, ვიდრე "ჩელსის" სურს

"ნაპოლი" "ჩელსის" რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ 15+3 მილიონ ევროს სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" ბელგიელის გასხვისებას 45 მილიონ ევროდ გეგმავენ. ცნობილია, რომ "ნაპოლის" ახალ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს რომელუსთან მუშაობა ძალიან სურს, ტრანსფერზე კი ლუკაკუმაც თანხმობა განაცხადა. ამიტომ მოსალოდნელია, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება.
"ჩელსიმ" ლუკაკუ მეორედ 2021 წელს, 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
31 წლის ფორვარდმა გასული სეზონი იჯარის წესით "რომაში" გაატარა, ბელგიელმა "ჯალოროსის" რიგებში 47 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.