არქივი6 ოქტომბერი, 2024, 00:25
გველესიანმა გამარჯვების გოლი ზედ საფინალო სასტვენის წინ გაიტანა [VIDEO]
![გველესიანმა გამარჯვების გოლი ზედ საფინალო სასტვენის წინ გაიტანა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/10/c437a3316c06967a548760e4e52a9d04-31mMF5.jpeg)
ირანის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „პერსეპოლისმა“ სახლში „ჩადორმალუს“ 1:0 გიორგი გველესიანის მიერ 90+6-ე წუთზე გატანილი გოლით სძლია.
გველესიანმა მიმდინარე ტურნირზე 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა, პერსეპოლისი“ კი, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 14 ქულით მეორე პოზიციაზეა (ლიდერ სეპაჰანს 2 ქულით ჩამორჩება) და მესამეადგილოსან „მალავანს“ 17 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება.
გველესიანი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ორი მომავალი მატჩისთვის გამოიძახა და მას თბილისში ჩამოსვლა, ალბათ, ავტომანქანით მოუწევს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.