არქივი30 დეკემბერი, 2023, 11:12
"ნაპოლიმ" ელმასის შემცვლელს "შახტარში" მიაგნო - მოლაპარაკებები დაწყებულია
"ნაპოლი" "შახტარის" ნახევარმცველთან გეორგი სუდაკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 21 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის დამატება "იუვენტუსსაც" სურს, თუმცა ფეხბურთელის გადაბირებისთვის ბრძოლაში ფავორიტი "პარტენოპეია".
აურელიო დე ლაურენტისი სუდაკოვს ელიფ ელმასის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც "ლაიფციგს" 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
სუდაკოვმა მიმდინარე სეზონში "შახტარის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 18 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.