ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, გაწევრიანების მოლაპარაკებები, ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო

საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს - მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ 9 კანდიდატ ქვეყანას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო.
,,საქართველო ბევრ პარამეტრში ევროკავშირის კანდიდატებში ლიდერია, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე. გარდა ძლიერი დემოკრატიისა, ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტებისა და მყარი საკანონმდებლო ბაზისა, საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს - მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ 9 კანდიდატ ქვეყანას შორის.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო”, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.