ხვიჩა კვარაცხელია ელიფ ელმასის “ლაიფციგში” ტრანსფერს გამოეხმაურა

გუშინ “ლაიფციგმა” ელიფ ელმასის ტრანსფერი დაადასტურა. “ნაპოლის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი გერმანულ გუნდს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
“პარტენოპეის” გარემარბი ელმასის წასვლას საკუთარ “ინსტაგრამგვერდზე” გამოეხმაურა და ჩრდილომაკედონიელს წარმატება უსურვა.
“წარმატება, გიჟო ძმაო, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ”, – დაწერა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, ელმასი “ნაპოლიში” 2019 წლიდან ასპარეზობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ელიფმა “პარტენოპეის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 143 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ