არქივი19 იანვარი, 2024, 14:43
ნათლისღების დღესასწაულზე, ახალციხის სოფელ მინაძეში 30-ე წელია მტკვარი იკურთხება
ნათლისღების დღესასწაულზე, ახალციხის სოფელ მინაძეში 30-ე წელია მტკვარი იკურთხება. ამის შემდეგ, მორწმუნეები ნაკურთხ მდინარეში განბანვის რიტუალისთვის შედიან. ეს მივიწყებული ცოდვების მიტევების სიმბოლოა.
სოფელში წელსაც შეიკრიბნენ. დაახლოებით 200-მდე მორწმუნემ შეასრულა რიტუალი. მრევლს ნათლისღება ახალციხის და ტაო - კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მიულოცა. მან სამყაროს მშვიდობა უსურვა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.