არქივი18 იანვარი, 2024, 22:22
ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ
აჭარაში, ნათლისღების დღესასწაული ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნეს.
მორწმუნეები ზღვაში შესვლამდე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა.
“საღვთო დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმელები ტრადიციულად ზღვაში შევდივართ. გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ზღვაში შესვლის ტრადიცია მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით რამდენიმე წელია სრულდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.