18 იანვარი – ნათლისღების წინადღე – დიდი აიაზმა

ნათლისღების წინა დღე – წმიდა ბასილი დიდის წირვა – დიდი აიაზმა – მარხვა.
უდიდესი სასწაული რომელიც ყოველ წელს, ნათლისღების დღესასწაულზე იერუსალიმში, მდინარე იორდანეზე აღესრულება.
18 იანვარს უფლის ნათლისღების წინადღეს, იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს,ჯვრის მესამედ შთაფვლისას, მდინარე იორდანე ჩერდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში წყალი საპირისპირო მიმართულებით მიედინება!
ტროპარი:
უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა, რომლისა მიმართ მივრბიოდეთ ჩუენცა განსვლად მას შინა და ღაღადვყოთ: ქრისტე განცხადნა იორდანესა განწმედად წყალთა.
კონდაკი:
ქრისტე, ყოველთა კაცთა სახიერებით აღმხოცელო ცოდვათა სიმრავლისაო, მოწყალებისათუის უზომოსა იორდანისა წყლის ნათლისღებად მოხვალ, ვითარცა კაცი, რაითა შემმოსო მე სამოსლითა პირველისა დიდებისათა, ბოროტად განშიშვლებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება