ნათია მეზვრიშვილი: შემირცხვენია ის შს მინისტრი, ვინც წინამორბედზე ამ ფორმით თავდასხმაში ხელს გაისვრის. პოლიციაში ამას ძალიან ცუდი სახელი ჰქვია

-ს უთქვამს აეროპორტში თავდასხმაზე რეაგირებას მოვახდენთო. პირველ რიგში, თავდასხმის აქტიური და პასიური თანამონაწილისგან რეაგირება არავის სჭირდება. მეორე, ეს თავდასხმა შერატონ ბათუმში მომხდარი თავდასხმის გაგრძელებაა, მას ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავს და მასზე რეაგირება პროკურატურის პასუხისმგებლობაა. მესამე, შემირცხვენია ის შს მინისტრი, ვინც წინამორბედზე ამ ფორმით თავდასხმაში ხელს გაისვრის. პოლიციაში ამას ძალიან ცუდი სახელი ჰქვია. ვისაც გაინტერესებდათ, როგორ გამოიყურება ფულის და ძალაუფლების დაკარგვის პანიკური შიში – აეროპორტის მაგალითზე ნახეთ. ყველანაირ სახეს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამ შიშს ასეთი იაფფასიანი სახე თუ ჰქონდა – ვერასოდეს. წარმოდგენაც არ მინდა როგორი იქნება ივანიშვილის სახე ბოლო სერიაში. ამაზე მეტად დამძიმებას არც ვუსურვებ, მაინც ამ ქვეყნის პრემიერი და სახე იყო.
„ოცნების“ ადგილზე გახარიასგან ვისწავლიდი მოთმენას (მითუმეტეს, რომ ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა). მაგრამ ეეჰ, მისგან რამის სწავლის უნარი რომ ჰქონოდათ, ამ დღეში არ იქნებოდა ქვეყანა,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს