ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“კობახიძე ყველაზე მეტად კორუმპირებულია” – ნათია მეზვრიშვილი

“კობახიძე ყველაზე მეტად კორუმპირებულია” – ნათია მეზვრიშვილი

პოლიტიკოსი, ნათია მეზვრიშვილი:

კობახიძე იყო პირველი, ვინც ვაკის პარკის საქმეზე კორუფცია გამორიცხა და ჩარჩოები დაუწესა გამოძიებას. როგორც დაუკვეთა, პროკურატურაც ისე მოიქცა. ახლაც პირველია, ვინც ბათუმის უმძიმეს კორუფციულ დანაშაულს უბედურ შემთხვევად ფუთავს. კობახიძემ ვაკის პარკის ტრაგედიისას მისი დაჯგუფების წევრი კალაძე დაიცვა და ბათუმის ტრაგედიისას კალაძის დაჯგუფების წევრ რიჟვაძეს იცავს. ამ მხრივ, კობახიძე ყველაზე მეტად კორუმპირებულია. და აი ეს კორუმპირებული რამდენიმე დღის წინ ხალხს თვალებში ნაცარს აყრიდა – ჩემი პრემიერობის ერთი წელი უპრეცედენტო იყო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ხელშესახები შედეგები გვაქვსო. კობახიძე-კალაძე-რიჟვაძის დაჯგუფება პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.