არქივი16 თებერვალი, 2025, 01:49
ნათია მეზვრიშვილი: მაინც რომ გვახსოვდეს, როცა 2 წლის მანძილზე შადრევანში, ორმოში და თხრილში (რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო) 4 ბავშვი იღუპება, ამას უბედური შემთხვევა კი არა, კორუფცია ჰქვია

"დილიდან „ოცნება“ გაშლის ნარატივს, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მაინც რომ გვახსოვდეს, როცა 2 წლის მანძილზე შადრევანში, ორმოში და თხრილში (რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო) 4 ბავშვი იღუპება, ამას უბედური შემთხვევა კი არა, კორუფცია ჰქვია. „ოცნების“ კორუფცია უბრალოდ ქრთამის აღება აღარ არის. „ოცნების“ კორუფცია კლავს. ზოგი რეჟიმი პირდაპირ კლავს, ზოგი წამებით, ესენი კორუფციით კლავენ.
კი, უბედური შემთხვევევის გაპოლიტიკურება მიუღებელია. რაც ამ ქვეყანაში ხდება, არაა უბედური შემთხვებები, დანაშაულებია და სახელად კორუფცია ჰქვია," - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.