ნათია გაბრავა: აგერ, 1 თვის წინ ჩემს უბნელ ბიჭს, დღისით, მზისით, შუა ქუჩაში “ნარკოტიკი სად გაქვს შე *ლეეეოო” შეძახილებით დაესია 10-მდე პოლიციელი, ჯერ ადგილზე სცემეს, მერე ტელეფონების დანახვაზე მანქანაში ჩატენეს…

სამოქალაქო აქტივისტი ნათია გაბრავა:

2022 წლის ვიდეოაო და რა გინდათ ხომ დააკავეს ეგ სამიო.
აგერ, 1 თვის წინ ჩემს უბნელ ბიჭს, დღისით, მზისით, შუა ქუჩაში “ნარკოტიკი სად გაქვს შე *ლეეეოო” შეძახილებით დაესია 10-მდე პოლიციელი, ჯერ ადგილზე სცემეს, მერე ტელეფონების დანახვაზე მანქანაში ჩატენეს, ვერ უპოვეს ვერაფერი და 48 საათის მერე პოლიციელზე დაუმორჩილებლობისთვის გაასამართლეს.
ისეთი ნაცემი იყო, დღემდე ემჩნევა ჩალურჯებები, სუნთქვა უჭირდა პროცესზე, მოსამართლემ ფორმალურად კითხა პოლიციის მხრიდან გადაცდომას ხომ არ ჰქონდა ადგილიო?
ამან არაო.
მერე აღმოჩნდა, რომ ცემასთან ერთად ხმის ამოღება აუკრძალეს, მომავალში უარესის დაპირებით.
დააჯარიმეს 2000 ლარით, საჩუქრად ნეკნების დაბეჟილობა, სილურჯეები გამოაყოლეს და ასე დასრულდა ეს ამბავი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა