ნავალნის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია

ს ქალაქ ვლადიმირის ორმა სასამართლომ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს საჩივრების განხილვა კვლავ გადადო იქამდე, “სანამ არ დადგინდება მისი ადგილსამყოფელი”.
ნავალნის სპიკერმა კირა იარმიშმა X-ზე დაწერა, რომ 18 დეკემბრისთვის, სასამართლოებს ნავალნის საჩივრების შვიდი მოსმენა ჰქონდათ ჩანიშნული. გაურკვეველია გაუქმდა თუ არა დანარჩენებიც.
ნავალნის ადგილსამყოფელის გარკვევის მოლოდინში გადაიდო მისი სხვა სასამართლო მოსმენაც, რომელიც 15 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო.
ნავალნის თანამებრძოლებმა 18 დეკემბერს განაცხადეს, რომ მისგან ინფორმაცია უკვე 13 დღეა არ მიუღიათ. 2021 წელს დაპატიმრების შემდეგ, ეს ნავალნის საპატიმროში გაუჩინარების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიცინოვიჩ ბურიჩმა X-ზე დაწერა, რომ ის “სერიოზულად შეშფოთებულია” ნავლალნის მდგომარეობის გამო. გენერალურმა მდივანმა “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესაბამისად”, ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა.
ნავალნის მომხრეებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს კამპმანია, რომლისთვისაც იყენებენ ჰეშთეგს #სადარისნავალნი.
საპატიმროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ვლადიმირის რეგიონის პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ იმყოფება. სწორედ იქ იხდიდა ნავალნი თავის 19-წლიან სასჯელს.
12 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ნავალნი გაემგზავრა “ვლადიმირის ოლქის საზღვრებს გარეთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”.
ერთი საპატიმროდან, მეორე საპატიმროში პატიმრის გადაყვანა რუსეთში სპეციალური მატარებლებით ხდება. ამ გადაყვანის პროცესი შესაძლოა დღეების, კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაშიც გაგრძელდეს. პატიმრის ოჯახს კი მისი ახალი ადგილსამყოფელის შესახებ მხოლოდ მაშინ ატყობინებენ, როდესაც ის საბოლოოდ ჩავა დანიშნულების ადგილზე.
ვარაუდობენ, რომ ნავალნი ახლა სწორედ ერთი საპატიმროდან მეორისკენ გზას, ამ მატარებლით გადის. თუმცა, დადასტურებული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს.