ნავალნის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია, სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო

ს ქალაქის, ვლადიმირის სასამართლომ კიდევ ერთხელ გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განეხილათ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს მიერ წარდგენილი საჩივრები, “მანამ, სანამ მისი ადგილსამყოფელი დაზუსტდება”.
ნავალნის მოკავშირეები 18 დეკემბერს იუწყებოდნენ, რომ მათი ლიდერისგან 13 დღის განმავლობაში არაფერი სმენიათ.
ეს ნავალნის გაქრობის ყველაზე ხანგრძლივი ვადაა მას მერე, რაც ის 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს – როცა რუსეთში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მკურნალობას გადიოდა ნერვული აგენტით ლამის ფატალური მოწამვლის შემდეგ. ნავალნი მის მოწამვლაში ბრალს სდებს რუსეთის უშიშროების სამსახურის აგენტებს, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით მოქმედებდნენ.
ნავალნის მომხრეებმა ინტერნეტ-კამპანია წამოიწყეს, ე.წ. “ჰეშტეგით” #WhereIsNavalny.
საპატიმროს მესვეურები ამბობენ, რომ ნავალნი აღარ იმყოფება ვლადიმირის რეგიონში, სადაც ის თავის 19-წლიან სასჯელს იხდიდა – თუმცა არ აკონკრეტებენ სად გადაიყვანეს ოპოზიციონერი.
12 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში ფედერალური პენიტენციური სამსახური (FSIN) მხოლოდ იმას იუწყება, რომ ნავალნი ვლადიმირის ოლქის გარეთ იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი – „ნაცები“ მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ – იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონში არსებობს კასრები, სადაც ჩვენზე კომპრომატები ინახება, რომელსაც გამოგვიქვეყნებენ და ჩამოგვშლიან – მგონია, სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ