მძღოლს, რომელმაც გორში დედა-შვილი იმსხვერპლა, ბრალს დღეს წაუყენებენ

35 წლის კაცს, რომელიც გორში, ჭავჭავაძის გამზირზე დედა-შვილს დაეჯახა, ბრალდ დღეს წაუყენებენ წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ინფორმაცია ამის შესახებ “პირველებს” მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.

სავარაუდოდ, სასამართლო დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე დღესვე იმსჯელებს.

გუშინ გაირკვა, რომ “ჯიპის” მარკის მძღოლი, რომელიც ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის სამი წლის გიგონას დაეჯახა, ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდა. 

მძიმე ავარია გორის ცენტრში ორი დღის წინ მოხდა, მიღებული დაზიანებებით დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილების ახლობლები მძღოლის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ