ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილს დღეს დაკრძალავენ – გორში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილს დღეს დაკრძალავენ – გორში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სრულიად უცნობი ადამიანებიც კი სამძიმარზე მიდიან და ემშვიდობებიან  ქალსს და მის სამი წლისს გოგონას, რომლებიც მთვარი მძღოლის დაუდევრობას ემსხვერპლნენ.

ამ საქმეზე დაკავებული რევაზ ელიზბარაშვილია, რომელსაც 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ოჯახი უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვს.

ოჯახის ახლობლები არ გამორიცხავენ რომ დაკავებულ მამაკაცს სხვისი დანაშაული ჰქონდეს საკუთარ თავზე აღებული.

ახლობლები ასევე ამტკიცებენ, რომ ელიზბარაშვილი წლების განმავლობაში გავლენიანი მფარველებით სარგებლობდა და არ გამორიცხავენ, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც ყოფილიყვნენ.

ირკვევა, რომ რევაზ ელიზბარაშვილს 225 ვიდეო ჯარიმა აქვს, მათი ნაწილი სწორედ სიჩქარის გადაჭარბებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა.