ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი – ამინდის პროგნოზი

31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი – ამინდის პროგნოზი

31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.