მსოფლიოს უძლიერესი პასპორტები: Henley Passport Index 2026

Henley & Partners-ის პასპორტის ინდექსის თანახმად, 2026 წელს ყველაზე ძლიერი პასპორტი კვლავ სინგაპურს აქვს, რომლის მოქალაქეებსაც უვიზო გადაადგილება მსოფლიოს 192 ქვეყანასა და ტერიტორიაზე შეუძლიათ.

„ჰენლის პასპორტების ინდექსი“ (Henley Passport Index) ქვეყნების ყოველწლიური გლობალური რეიტინგია, რომელიც მოგზაურობის თავისუფლებას მათი მოქალაქეების სტანდარტული პასპორტების მიხედვით აფასებს.

ინდექსი ყოველწლიურად მსოფლიოს 199 პასპორტს იმ ქვეყნების რაოდენობის მიხედვით აფასებს, სადაც მათ მფლობელებს უვიზოდ მგზავრობა შეუძლიათ. ქვეყნების რაოდენობა, რომლებზეც კონკრეტულ პასპორტს აქვს წვდომა, განსაზღვრავს მის უვიზო „ქულას“. მონაცემები მიიღება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) Timatic-ის საინფორმაციო ბაზიდან, რომელიც დოკუმენტაციის მოთხოვნებს აკონტროლებს.

TOP 10 უძლიერესი პასპორტი

#ქვეყანაუვიზო მიმართულებები
1სინგაპური192
2იაპონია, სამხრეთ კორეა, არაბთა გაერთიანებული საამიროები188
3შვედეთი187
4ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი186
5ავსტრია, საბერძნეთი, მალტა, პორტუგალია, შვეიცარია185
6უნგრეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი184
7ავსტრალია, კანადა, ჩეხეთი, ლატვია, მალაიზია, ახალი ზელანდია, სლოვაკეთი, სლოვენია183
8ხორვატია, ესტონეთი182
9ლიხტენშტაინი, ლიეტუვა181
10ისლანდია, აშშ180


საქართველო 
ინდექსით 44-ე ადგილს კირიბატისთან და მიკრონეზიასთან იყოფს. ქართული პასპორტის მფლობელებს უვიზოდ 121 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.

ერთი პოზიციით ჩამორჩება საქართველოს მოლდოვა, ორით ვენესუელა, ხოლო სამით – რუსეთი. აზერბაიჯანი და სომხეთი რეიტინგში, შესაბამისად, 70-ე და 73-ე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება უკრაინას, ის 31-ე ადგილზეა და წვდომა 142 ქვეყანაზე აქვს.

რა განაპირობებს პასპორტის სიძლიერეს?

პასპორტის ძალა რამდენიმე ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:

ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები: ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმებები.

ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა: სტაბილური ქვეყნების მოქალაქეები ნაკლებად აღიქმებიან არალეგალური მიგრაციის რისკად.

უსაფრთხოება და ბიომეტრიული სტანდარტები: თანამედროვე, ყალბისგან დაცული დოკუმენტები ზრდის საერთაშორისო ნდობას.

Henley Passport Index-ის მონაცემები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ევროპული და აზიური განვითარებული ქვეყნები კვლავ დომინირებენ გლობალური მობილობის სათავეში. სინგაპურისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები სარგებლობენ გადაადგილების ყველაზე მაღალი თავისუფლებით, რაც მათ მოგზაურობასა და საერთაშორისო ბიზნესს მნიშვნელოვნად უმარტივებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)